I პროექტის სახელი: ,,ტყე ჩვენი მომავლისათვის“
2. პროექტის მოკლე აღწერა: მიწის მწვანე საფარის გადარჩენისათვის ზრუნვა, მოსწავლეებში მცენარეთა დარგვისა და მოვლის აუცილებლობლობის გათავისება.
3. მოსწავლეები შეისწავლიან იმ სასარგებლო მოვლენებს, რაც მცენარეთა დიდი რაოდენობით არსებობას მოაქვს გარემოსათვის. ინტერნეტიდან და ჟურნალებიდან მოძიებული მასალებით მოსწავლეები გააკეთებენ დასკვნას, თუ რა როლი აქვს მცენარეებს ეკოლოგიური პრობლემების არსებობაში, ბიოლოგიის გაკვეთილებზე გაეცნობიან რა მცენარეთა ფოთლებიდან ჟანგბადის გამოყოფის აუცილებლობას... ამის შემდეგ მივიყვანოთ მოსწავლეები იმ აზრამდე, რომ აუცილებელია ხეების დარგვა მათაც მოახდინონ, მოსწავლეებს უნდა გავუჩინოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის და მომავლის წინაშე, უნდა გააცნობიერონ, რომ მათ ნაცვლად ხეებს სხვა ვერ დარგავს და არ უნდა დაველოდოთ სხვას. ამის შემდეგ ყოველწლიურად შემოდგომასა და გაზაფხულზე მოვაწყოთ აქციები და ერთობლივად გავიდეთ სხვადასხვა ადგილებში ხეების დასარგავად, შემდეგ კი გავაგრძელოთ ამ ხეების მოვლაზე ზრუნვა.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: VII-VIII-IX-X კლასები ასაკი 13-16 წელი
5. ვადები/ხანგძლივობა: ერთი წელი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, სამუშაოს დაგეგმვა, მოსმენა, წერა, კითხვა, მეტყველება, აზროვნება, მოვლენებისა და ფაკტების ანალიზის უნარის განვითარება, თანამშრომლობა მასწალებლებთან და ერთმანეთთან, მოეწყობა აქციები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების დასარგავად.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეისწავლიან იმ სასარგებლო მოვლენებს, რაც მცენარეთა დიდი რაოდენობით არსებობას მოაქვს გარემოსათვის.
მოსწავლეები გააკეთებენ დასკვნას, თუ რა როლი აქვს მცენარეებს ეკოლოგიური პრობლემების არსებობაში, გაეცნობიან მცენარეთა ფოთლებიდან ჟანგბადის გამოყოფის აუცილებლობას... ამის შემდეგ მოსწავლეები მივლენ იმ აზრამდე, რომ აუცილებელია ხეების დარგვა მათაც მოახდინონ, მოსწავლეებს გაუჩნდებათ პასუხისმგებლობა ქვეყნის და მომავლის წინაშე, გააცნობიერებენ, რომ მათ ნაცვლად ხეებს სხვა ვერ დარგავს და არ უნდა დაელოდონ სხვას. ამის შემდეგ ყოველწლიურად შემოდგომასა და გაზაფხულზე მოაწყობენ აქციებს და ერთობლივად გავლენ სხვადასხვა ადგილებში ხეების დასარგავად, შემდეგ კი გააგრძელებენ ამ ხეების მოვლაზე ზრუნვას.
გადაიღებენ სურათებს,შექმნიან ვიდეომასალას, დაწერენ წერილებსა და ჩანახატებს, შეადგენენ სტენდებს, შექმნიან ბლოგებს, ითანამშრომლებენ პროქტის მონაწილე სკოლებთან, განუვითარდებათ შრომის, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი
8. სარგებელი სხვებისათვის: დაირგება ხეები და გაშენდება ახალი ტყე-პარკები, გაუმჯობესდება გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობა, შეიქმნება მოსწავლეთა მიერ შესაბამისი ბლოგი
9. სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური
10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
კავშირი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან -ბიოლოგიის გაკვეთილებზე გაეცნობიან მცენარეთა ფოთლებიდან ჟანგბადის გამოყოფის მიმდინრეობას, ქიმიის გაკვეთილზე შეისწავლიან ჰაერის შემადგენლობას, გეოგრაფიის გაკვეთილებზე გაეცნობიან სხვადასხავა ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარებას, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ,,საბუნებიმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიზანია მოზარდს გამოუმუშაოს კვლევის, სამყაროს და გარემოს შესწავლის, მისი დაცვის და შენარჩუნების უნარ-ჩვევები, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადეობის და გარემოს მიმართ“
კავშირი გამოყენებითი და შრომითი სწავლებასთან-მოსწავლე დაგეგმავს მეგობრებთან ერთად და დეკორატიულად გააფორმებს სკოლის ეზოს, კუთხეს, დარგავს და მოუვლის ხეებს და ყვავილებს და ჩამოუყალიბდება შრომითი უნარ-ჩვევები. ეროვნული სასწავლო გეგმის გამოყემებითი ხელოვნებისა და შრომითი სწავლების მიზანი მიღწეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლე ჩაბმულია შრომით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში, თუ მოსწავლე დაგეგმავს მეგობრებთან ერთად და დეკორატიულად აფორმებს სკოლის ეზოს, კუთხეს, რგავს და უვლის ხეებს და ყვავილებს. მოსწავლეებს განუვითარდებათ პატივისცემის გრძნობა ადამიანის შრომის მიმართ,, განუვითარდებათ თანაგანცდის უნარი. ეროვნული სასწავლო გეგმა სგ.VIII.9. მოიძიებს და ანაწილებს ინფორმაციას მომავალი პროექტის დასაგეგმად, ანაწილებს გუნდში სამუშაოს, მონაწილეობს სხვადასხვა აქციაში, მაგ. გარემოს დაცვა (გვ. 251)
კავშირი მათემატიკასთან მოსწავლეები დაიანგარიშებენ, თუ ვინ რამდენი ხე დარგო, სულ რამდენი ხე დაირგო კლასის მოსწავლეების და მთელი სკოლის მოსწავლეების მიერ, რომელმა კლასმა მეტი ხე დარგო, შეადგენენ განტოლებებსა და უტოლობებს მათზე. ეროვნული სასწავლო გეგმა მათ.VIII.2 მოსწავლე ასრულებს მოქმედებებს, რაციონალურ რიცხვებზე, კვადრატში აყვანა,ფესვის ამოღება, კუბში აყვანა, ოპერაციების ურთიერთშებრუნებულობას
მათ.VIII.6 ცხრილით, სქემის საშუალებებით ადგენს შესაბამისობებს სიმრავლეებს შორის
მათ.VIII.6 იყენებს უტოლობებს რეალური ვითარების მოდელირებისას, ადგენს და ხსნის ერთუცნობიან წრფივ უტოლობებს
კავშირი უცხო ენებთან უცხო ენების გაკვეთილებზე თარგმნიან თითოეულ ხისა და მცენარეთა სახელებს, შეადგენენ ლექსიკონებს. ეროვნული სასწავლო გეგმა -უცხ.IX. 1 მოსწავლე იგებს დიალოგს, ინტერვიუს, რეპორტაჟს,უცხ.IX.3.მოსწავლე იგებს სხვადასვა ხასიათის ტექსტს სხვადასხვა თემაზე (მაგ. მცენარეები)
უცხ.IX: 26. მოსწავლე მართავს რესურსებს, მოიძიებს ინფორმაციას ლექსიკონებიდან, ჟურნალ-გაზეთებიდან...
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: 1. ქუთაისის მესამე სკოლის ისტ მენეჯერი ზურა მუშკუდიანი, ფიზიკის მასწავლებელი ირმა წითაძე
2. სამტრედია იანეთის №1 საჯარო სკოლა, ისტ მენეჯერი ეკა კოპალეიშვილი, მასწავლებელი ჟუჟუნა მჟავანაძე
3. ქუთაისის მეცხრე სკოლა, თამარ მაჩალაძე
4. ქუთაისის 26-ე სკოლა, ისტ მენეჯერი ზაზა მაჩალაძე
5.სამტრედიის მესამე საჯარო სკოლა
12. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: samtrediis.2.skola@gmail.com
14.პროექტის ფორუმი ,,ტყე შეუნახეთ შვილებსა“
15. www.tye-shevunaxot-shvilebsa.blogspot.com
მერკური-ლიტერატურული ჟურნალი
15 лет назад